ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - შეთანხმებები, რაც აძლიერებს რუსეთთან უნგრეთის ენერგეტიკულ თანამშრომლობას, ომს გაახანგრძლივებს, ბრმა უნდა იყოთ, რომ ვერ დაინახოთ, რა დანაშაულებს აფინანსებთ
ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - შეთანხმებები, რაც აძლიერებს რუსეთთან უნგრეთის ენერგეტიკულ თანამშრომლობას, ომს გაახანგრძლივებს, ბრმა უნდა იყოთ, რომ ვერ დაინახოთ, რა დანაშაულებს აფინანსებთ

შეთანხმების სერია, რაც აძლიერებს უნგრეთის ენერგეტიკულ თანამშრომლობას რუსეთთან, გაახანგრძლივებს სრულმასშტაბიან ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ოლეგ უსტენკომ „პოლიტიკოს“ განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის თქმით, უნგრეთი რუსეთთან დადებული შეთანხმებით აფინანსებს მის ომს უკრაინაში, მათ შორის, ომის დანაშაულებებს.

„რუსეთისგან მეტი გაზის შეძენით მათ მეტ შესაძლებლობას აძლევთ ომის ესკალაციისთვის. ბრმა უნდა იყოთ, რომ ვერ დაინახოთ, რა დანაშაულებს აფინანსებთ“, – აღნიშნა უსტენკომ.

მან ევროკავშირს ბუდაპეშტის მიმართ ყველა შესაძლო ზეწოლის გამოყენებისკენ მოუწოდა.

გუშინ მოსკოვს ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელმაც რუსეთთან გააფორმა ახალი შეთანხმებები, რაც უნგრეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასა და გაზის დამატებით მიწოდებას ეხება.