ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - სამდღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთი დაიქანცა, უკრაინამ მისი გეგმები ჩაშალა
უკრაინაში სამდღიანი აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთი დაიქანცა და სწორედ ამიტომ ავრცელებს ინფორმაციას ბელარუსში მოლაპარაკებების შესაძლო გამართვის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინამ რუსეთის გეგმები ჩაშალა.
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის დასავლეთ რეგიონებიდან ტერიტორიული თავდაცვის რაზმები კიევში გაემართნენ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, არმიას და თავდაცვით ძალებს ქალაქ ხარკოვზე კონტროლი შენარჩუნებული აქვთ.
„რუსული მედიაში გავრცელდა, რომ მოლაპარაკების ინიციატივა რუსეთის დელეგაციამ გამოიჩინა. სამხედრო თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ინიციატივა და ახლა არ შეუძლიათ აქტიური საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ მათ დარჩათ ერთი-ორი მცდელობა წინსვლის ან აქტიური მოქმედებების განხორციელებისთვის, შესაბამისად, ჩემი და სხვა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, უზარმაზარი ზარალი, რომელიც მათ განიცადეს და უკრაინელი ხალხის, შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ, კამპანიის პირველი სამი დღის გეგმები ჩაიშალა, ეს აჩვენებს, რომ უკრაინაში შემდგომი შეტევითი ოპერაცია უსარგებლოა“,- თქვა არესტოვიჩმა.