უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დაწესდა სანქციები 22 ადამიანის, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორისა და გენოციდის პოლიტიკას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 წარმომადგენელს, რომელთა შორის რუსეთის პატრიარქის, კირილეს ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევია. ასევე შეზღუდვები დაუწესდა ორმოცდაათიანელების ერთ წარმომადგენელს.