ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავება იმედის მომცემია, რომ სისტემა გაიწმინდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავება იმედის მომცემია, რომ სისტემა გაიწმინდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქვეყანაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს თუ დააპატიმრებენ და იჯდება ციხეში, გისოსებს მიღმა, ეს იმედის ნიშანია. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანი დააკავეს. ეს იმედს იძლევა, მინდა, ამის მჯეროდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკმარისი არ არის და უკრაინაში ყველა მოსამართლე ახალი წესით და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად უნდა იყოს არჩეული.
უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით 16 მაისს დააკავეს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 3 მილიონი დოლარის ოდენობის თანხაზე.