ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან 98 დღეში, 689 ბავშვი დაშავდა დამპყრობელთა თავდასხმების შედეგად. და ეს მხოლოდ ის არის, რაც ვიცით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მაგრამ რაც დღეისთვის ცნობილია, 446 ბავშვი დაშავდა, 243 დაიღუპა. კიდევ 139 დაკარგულია. 243 ბავშვი. სამუდამო ხსოვნა იყოს თითოეულის, ვისი სიცოცხლეც უკრაინის წინააღმდეგ, რუსულმა აგრესიამ შეიწირა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რეზიდენტის თქმით, ომის დაწყებიდან 12 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა, ხუთ მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს მათ სამშობლოში დასაბრუნებლად.