ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მუდმივად უწევს ოლაფ შოლცის დარწმუნება, რომ გერმანია უკრაინას დაეხმაროს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მუდმივად უწევს ოლაფ შოლცის დარწმუნება, რომ გერმანია უკრაინას დაეხმაროს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მუდმივად უწევს ოლაფ შოლცის დარწმუნება იმაში, რომ გერმანია უკრაინას დაეხმაროს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულის შესახებ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე მიწევს მასზე ზეწოლის მოხდენა იმისთვის, რომ მან დახმარება გაუწიოს უკრაინას და მუდმივად მისი დარწმუნება, რომ ეს დახმარება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპის ყველა მცხოვრებელს სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შპიგელთან“ ინტერვიუში მადლობა გადაუხადა გერმანიას გაწეული სამხედრო დახმარებისთვის, რომლის საშუალებითაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევისთვის ტანკების გადაცემის საკითხის გაჭიანურებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში სირთულეები წარმოშვა.