ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები გლობალურ სამშვიდობო სამიტს გზას გაუხსნის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები გზას გაუხსნის გლობალურ სამშვიდობო სამიტს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვაში ისაუბრა საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის ფორმულა იქნება განხილული.
„დიდი მადლობა საუდის არაბეთს პლატფორმის უზრუნველყოფისთვის. ამავე ფორმატში მანამდე შეხვედრა გაიმართა კოპენჰაგენშიც. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ გლობალური სამშვიდობო სამიტისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიოში ყველამ გააცნობიეროს, რომ რუსეთია აგრესიის სამართლიან დასასრული სარგებელს ყველას მოუტანს. უკრაინის მიწების გათავისუფლება ნიშნავს საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის სრულ აღდგენას. რუსეთისგან უკრაინისადმი და გლობალური უსაფრთხოებისადმი მიმართული ყველა საფრთხის გაუვნებელყოფა ნიშნავს სიმშვიდის აღდგენას საერთაშორისო ურთიერთობებში და სტაბილურობას გლობალურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით დასრულების შესახებ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში 5 და 6 აგვისტოს გაიმართება. რუსეთის წარმომადგენელი შეხვედრაზე არ არის მიწვეული.