ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წყალდიდობის სარისკო უბნებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს, სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.
„რუსმა ტერორისტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. წყალდიდობის რისკის ზონაში 80-მდე დასახლებაა. სარისკო უბნებიდან – ევაკუაციის, ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გავეცი“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის გადასარჩენად, ჩართულია ყველა სამსახური, სამხედრო, მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო შეთანხმდა საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობაზე, რათა ტერაქტის გამო რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს.