ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო თავდაცვითი-სამრეწველო კონცერნის, „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელი იური გუსევი.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც 27 ივნისით თარიღდება.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, გუსევის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი კონცერნის ცუდი მუშაობა გახდა. მედიასაშუალება მთავარ პრობლემად სარაკეტო პროგრამის ჩავარდნას ასახელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა კონცერნის ახალ ხელმძღვანელად გერმან სმეტანინი დანიშნა. 31 წლის სმეტანინი ხარკოვის მანქანათმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელია.