ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„დილით ვესაუბრე მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს უკრაინისთვის მშვიდობის ძიებაზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე, ოკუპანტების სისასტიკეზე და ალყაში მოქცეულ ქალაქებზე. მადლობა გადავუხადე მას ძალიან მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის, უკრაინისთვის ლოცვისთვის. მე ის ამ ყველაზე გადამწყვეტ დროს ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიე, – განაცხადა ზელენსკიმ.