ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენ გვაქვს პერსპექტიული პროექტები ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში. დავავალეთ გუნდებს, გაააქტიურონ სამუშაოები მათ განხორციელების მიზნით და კოორდინირება გაუწიონ მომავალ ერთობლივ ღონისძიებებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.