უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გაავრცელა და შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ასევე, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ.
აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინულ მედიას უდასტურებს პარტია „ხალხის მსახურის“ პრესსამსახურიც.
„ახლახანს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ისტორიულ დოკუმენტს – ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე განაცხადს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან სტეფანჩუკთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შმიგალთან ერთად. ასევე, ხელმოწერილია ერთობლივი განცხადება. დოკუმენტები უკვე ბრიუსელისკენ გზაშია“, – წერს პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.