ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის” ლიდერებს მიმართა - კარგად იცით, რა გვჭირდება და გესმით, რომ ეს გვჭირდება დროულად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის” ლიდერებს მიმართა - კარგად იცით, რა გვჭირდება და გესმით, რომ ეს გვჭირდება დროულად

თქვენ იცით, რა გვჭირდება და გესმით, რომ ჩვენ გვჭირდება ეს დროულად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის” ლიდერებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა და მათ რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად დახმარებისკენ მოუწოდა.

„თქვენ კარგად იცით, რა გვჭირდება ჩვენი ცის დასაცავად, ჩვენი არმიის გასაძლიერებლად და თქვენ იცით ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ მხარი დავუჭიროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებები ზღვაში. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს ყველაფერი გვჭირდება დროულად. თქვენი იმედი გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ და პარტნიორებმა უკვე „ბევრს მიაღწიეს და მსოფლიო გრძნობს, რომ პუტინმა, შესაძლოა, ომი წააგოს“.

„როცა ის წააგებს, მსოფლიოში გაიმარჯვებს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ ხალხი მთელი მსოფლიოდან, საზოგადოება და საერთაშორისო სამართალი და ჩვენ ეს გამარჯვება უნდა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „დიდი შვიდეულის” ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „24 თებერვლის ის საშინელი დღე და რუსეთის მიერ მოტანილი მთელი საშინელება უკრაინას ვერ წაართმევს ნორმალურ მომავალს“.