ვოლოდიმირ ზელენსკი - ზუსტად ვიცით, რუსები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, დისტანციურად ააფეთქონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, როცა უკრაინას გადმოეცემა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზუსტად ვიცით, რუსები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, დისტანციურად ააფეთქონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, როცა უკრაინას გადმოეცემა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დისტანციურად ააფეთქონ.

მისივე თქმით, უკრაინული მხარისთვის გადაცემის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა შეამოწმოს.

„ისინი ეძებენ ფორმატს და მომენტს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, როცა სადგური უკრაინას გადმოეცემა, დისტანციურად ააფეთქონ. სადგურს როცა ჩავიბარებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ კარგად უნდა შეამოწმოს. რუსეთი კი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ვიცით, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის საშიში ამ გეგმის შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში.