ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება აუცილებელია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება აუცილებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი წუთი, ვიდრე რუსეთის სამხედროები რჩებიან ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რადიაციული კატასტროფის საფრთხეს წარმოადგენს.

ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს.

„აუცილებელია ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება და დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების სადგურზე დაშვება. ამის გაკეთება შეიძლება რამდენიმე დღეში, ვიდრე ოკუპანტებმა სიტუაცია წერტილამდე არ მიიყვანეს, როდესაც უკან დახევა შეუძლებელია. ყველაზე ადვილია, ეს დღეს გაკეთდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს სადგურის გაჩერებას შეეძლო გამოეწვია რადიაციული ავარია, რომ არ ემუშავა ავტომატურ სისტემას და პერსონალს. მისივე თქმით, უკრაინას და ყველა ევროპელს რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა.