ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს გავაკეთებთ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის, ომის გაჩაღების ან გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე ძლიერი პასუხის გასაცემად
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე ძლიერ რეაგირებას მოახდენენ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პრიორიტეტი სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა.
„მინდა, მივმართო ყველას მსოფლიოში, ვისაც კვლავ სურს, რაიმე გზით დაეხმაროს პუტინს: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის, ძლიერი პასუხის გასაცემად ომის გაჩაღების ან ომის გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალურად წარადგინა უკრაინის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ანდრეი სიბიგა.
„ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯები იგეგმება მოსკოვში, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად, ზუსტად ისეთივე სიმკაცრით, როგორიც საჭიროა უკრაინისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.