ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველდღე ვიბრძვით ტერორისტებთან, არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველდღე ვიბრძვით ტერორისტებთან, არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი

არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, რომლის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ორსული ქალი დაიღუპა.

ასევე, იერიშის შედეგად, მძიმედ დაიჭრა სამი სამოქალაქო პირი.

„ყოველდღე ვიბრძვით ტერორისტებთან, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ქალაქებს ბომბავენ, ცხოვრებას და მომავალს უნგრევენ უკრაინელებს. არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში გუშინ ღამით განახორციელეს. ჭურვის ფრაგმენტები ქალაქში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა.