ვოლოდიმირ ზელენსკი - ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავიქეცი უკრაინიდან, კიევიდან, ოფისიდან, მე ვიმყოფები ადგილზე, არავინ არსად გაქცეულა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ინსტაგრამზე“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ იმყოფება კიევში, სამუშაო ადგილზე.
ვიდეოში ზელენსკისთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე გავიქეცი უკრაინიდან, კიევიდან, ოფისიდან. როგორც ხედავთ, მე ვიმყოფები აქ ადგილზე, ანდრეი ბორისოვიჩი აქ არის. არავინ არსად არ გაქცეულა. ჩვენ ვმუშაობთ, სირბილი გვიყვარს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის”, – ამბობს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე, უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება კიევში და ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მან დედაქალაქი დატოვა, მორიგი ყალბი ამბავია.