ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შუამავლები, შეიძლება, მხოლოდ ისეთ მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი ან ევროკავშირი.

„არ ვიცოდი, რომ მოსკოვში მიდიოდა. ეს მისი დამოუკიდებელი არჩევანია. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ის იყოს შუამავალი. რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა არ არსებობს. მხოლოდ სერიოზული, ძლიერი მოკავშირეები შეიძლება იყვნენ შუამავლები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, შუამავალი უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და უნდა ჰქონდეს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე ან უნდა ჰყავდეს უფრო ძლიერი არმია, ვიდრე რუსეთს.

„ბევრია ასეთი ქვეყანა მსოფლიოში? ცოტაა. ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთია ასეთი ქვეყნები; ვფიქრობ, ევროკავშირი და არა მისი რომელიმე ერთი ქვეყანა, არამედ მთელი ევროკავშირი“, – ამბობს ზელენსკი.