უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას, ბირთვული ომის თაობაზე, „ბლეფად“ მიიჩნევს.
„ვფიქრობ, ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, ხოლო მეორეა, ჩაიდინო თვითმკვლელობა“, – განაცხადა ზელენსკიმ „ბილდთან“ ინტერვიუში.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულება ვლადიმერ პუტინთან მხოლოდ პირდაპირი დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი.