ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე რიში სუნაკს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო ტერორზე, მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის მიერ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გაწეული დახმარებისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე რიში სუნაკს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო ტერორზე, მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის მიერ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გაწეული დახმარებისთვის

ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო ტერორზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს მიერ გაწეული არსებითი და ყოვლისმომცველი დახმარებისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით რადარებით, დრონის საწინააღმდეგო მოწინავე სისტემებით და რაკეტებით“, – აღნიშნავს ზელენსკი.

მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

„განვიხილეთ ჩვენი შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ საჰაერო თავდაცვასა და შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებზე. ასევე განვიხილეთ ლიდერების გლობალური მშვიდობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და ჩვენი ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულის კონკრეტულ პუნქტებზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.