ვოლოდიმირ ზელენსკი – ვესაუბრე რიში სუნაკს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო ტერორზე, მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის მიერ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გაწეული დახმარებისთვის
ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო ტერორზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს მიერ გაწეული არსებითი და ყოვლისმომცველი დახმარებისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით რადარებით, დრონის საწინააღმდეგო მოწინავე სისტემებით და რაკეტებით“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
„განვიხილეთ ჩვენი შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ საჰაერო თავდაცვასა და შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებზე. ასევე განვიხილეთ ლიდერების გლობალური მშვიდობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და ჩვენი ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულის კონკრეტულ პუნქტებზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
I spoke with UK Prime Minister @RishiSunak on Russia’s continued air terror against Ukrainian cities. Over the previous five days, the enemy has launched at least 500 missiles and drones toward Ukraine.
I am grateful to the United Kingdom for its substantial and comprehensive… pic.twitter.com/4e1ko7aEtY
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 2, 2024