ვოლოდიმირ ზელენსკი - ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად

ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ომის მე-400 დღეს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

„მე-400​ დღე, ფართომასშტაბიანი აგრესიისგან თავდაცვის მე-400​ დღე. ის, რაც ჩვენ გავიარეთ, არის კოლოსალური გზა, ყველამ ერთად, ყველამ, ვინც იბრძოდა და იბრძვის უკრაინისთვის, ვინც გვეხმარებოდა და გვეხმარება ლოჯისტიკურად, ვინც აძლიერებდა და ახლაც გვეხმარება უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში. უკრაინამ საზარელი დღეები გაიარა თებერვალში. გადავიტანეთ ეს ზამთარიც. ამ სიტყვების უკან კოლოსალური ძალისხმევაა. ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად. მადლობა თითოეულ უკრაინელს. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.