ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს აღმართული კანონიერად, დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და დასახლებაში
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დროში ისევ იფრიალებს ხერსონსა და ენერგოდარში. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კიევში უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინული დროში დაბრუნდება დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე.
„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ცისფერი და ყვითელი უკრაინული დროშა ისევ იფრიალებს იქ, სადაც ის უნდა იყოს აღმართული კანონიერად – დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და დასახლებაში, მათ შორის მელიტოპოლში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც ამ ომს წააგებს. ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, სადაც არ შეიძლება იყოს მათი დროშები, ვინც არ იციან, რას ნიშნავს თავისუფლება. ყველაგან იქნება ცისფერ-ყვითელი დროშა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინის სახელმწიფო დროშა მალე აღიმართება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც.
სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი მათ, ვინც უკრაინის დროშის დასაცავად სიცოცხლე გასწირა.