ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება უკვე დავიწყეთ, ახალი თავდაცვითი პაკეტები, ჯავშანტექნიკა, რაკეტები, პარტნიორები ინფორმირებული არიან საჭიროებებზე
უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება უკვე დავიწყეთ. პირველი – ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. უკვე ძალიან მალე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდები და უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში ახალი ქვეყნების შეერთება“, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებისთვის, მათ შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეისთვის ემზადება.
„ვამზადებთ ახალ კომუნიკაციას“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.