ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კვირაში 776 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კვირაში 776 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კვირაში 776 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს 29 დასახლებული პუნქტი. მათ შორის ექვსი ლუგანსკის ოლქში. მისივე განცხადებით, კარგი შედეგი მიღწეულია ქვეყნის სამხრეთშიც.

„მხოლოდ გასულ კვირის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს რუსული ფსევდორეფერენდუმებისგან 776 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია ქვეყნის აღმოსავლეთით და 29 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ლუგანსკის ოლქში. სულ კი, შეტევის დაწყებიდან დღემდე, გათავისუფლდა 2 434 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია და 96 დასახლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.