ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის ხსნა იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის ხსნა იქნება

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის ხსნა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სადაც ნატოა, იქ ომი არ არის. ყველა ქვეყანა გაწევრიანდა ნატო-ში, რადგან ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის არ არის შეტევითი მისია. ყველგან, სადაც ჩვენ შევუტიეთ, არის ჩვენი ტერიტორია. უკრაინა იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მას. რუსეთი მადლობელი უნდა იყოს, თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთისთვის უსაფრთხოებაა, რომ მომავალში უკრაინა მათ ტერიტორიაზე არასდროს მივა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ძალიან მოხარული იქნებიან, თუ უკრაინელი ჯარისკაცები მათ ტერიტორიაზე განლაგდებიან და ამ ომის შემდეგ, მშვიდობიან პერიოდში დაიცავენ საზღვარს.

„ყველას ესმის, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი არმია და ბევრი ჯარისკაცი, ამიტომ ყველა ქვეყანა მოხარული იქნება, თუ მშვიდობიან პერიოდში უკრაინელი ჯარისკაცები დაიცავენ მათ საზღვარს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.