ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებს სურთ ომის დასრულება, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერი პირობებით მათ არ დააკმაყოფილებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებს სურთ ომის დასრულება, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერი პირობებით მათ არ დააკმაყოფილებთ

უკრაინელებს სურთ ომის დასრულება, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერი პირობებით მათ არ დააკმაყოფილებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „ესოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა ომი საბოლოოდ სრულდება და მიმდინარე ომის დასრულება მნიშვნელოვანია.

ზელენსკიმ თქვა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული ზოგიერთი სახის იარაღი ადგილზე ძალიან გვიან მივიდა. კითხვაზე, მიიღო თუ არა უკრაინამ იმდენი იარაღი, რომ ომში ცვლილებები შეიტანოს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ჯერ არა“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაზე ყველა მიმართულებით.

„მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია. ის იბრძვის, ჩვენ ვიბრძვით, ძლიერები ვართ. თუ ის ბრძოლას შეწყვეტს, ჩვენი პოზიცია უფრო სუსტი იქნება. ეს ის ხალხია, რომლებმაც უკან დახიეს დიდი რაოდენობით მტერი. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია მარიუპოლში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია ქვეყნის აღმოსავლეთში და ჩვენი პოზიციები უფრო ძლიერი იქნება გაერთიანებული ოპერაციების ძალების ზონაში. და თუ ისინი გაძლიერდებიან, მაშინ მოლაპარაკების მაგიდა ჩვენთვის უფრო ახლოს იქნება, ჩვენ გვექნება უპირატესობები რუსეთის ფედერაციასთან დიალოგში“, – განაცხადა ზელენსკიმ.