ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება

უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი. უკვე დაიწყო პენსიების გაცემა, ერთდროულად ხუთი თვის, იმ დროის, რა პერიოდშიც ვერ ვახერხებდით პენსიების დარიგებას ოკუპაციის გამო. ყველა პენსიონერი, რომელიც გათავისუფლებულ რეგიონებში ცხოვრობს, პენსიას მიიღებს. უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე.

„ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ თავისუფალი სამყაროს ძლიერი სუბიექტები, იმისათვის, რათა მრავალმხრივ და ორმხრივ დონეებზე განსაზღვრული იყოს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, რეაგირება სანქციების, იარაღის მიწოდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.