ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში მყოფ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში მყოფ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

„თქვენი ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ამ მძიმე პერიოდში მხარდაჭერის ძალიან ძლიერი მტკიცებულებაა. ამას ძალიან ვაფასებთ“, –  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, გავრცელებულ ვიდეომასალაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებენ იერიშებს, დასავლეთის რეგიონების ჩათვლით. მისი თქმით, რუსეთის მხარეს მებრძოლი ადამიანების ნაწილი გაურკვეველ ენაზე საუბრობს.

„შესაძლოა, ისინი სირიიდან არიან ან სხვა ადგილებიდან ჩამოყავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.