ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს
უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
„სამიტამდე ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შედეგი, მაგრამ თითოეული მეტრი სიცოცხლის ფასად ჯდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის არმიის წინსვლას ხელი ძლიერმა წვიმებმა და საწყის ეტაპზე არტილერიის ნაკლებობამ შეუშალა.
„ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვაკეთებდით გათვლას, მაგრამ არტილერია დაგვიანებით ჩამოვიდა. იმიტომ არ გავჩერდით, რომ წინსვლა არ შეგვეძლო. წინსვლა ნიშნავდა მეტი ადამიანის დაკარგვას. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამას. სწრაფი ქმედებები საფრთხის შემცველია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საუბრისას კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი მეტი საფრთხის წინაშეა, ვიდრე ის.
„ჩემი მოკვლა მხოლოდ რუსეთში სურთ, მისი მოკვლა კი – მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.