ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება
უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახალი გაფართოებული ფორმატით უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც ისაუბრეს მიმართულებების მეთაურებმა და ასევე მეთაურებიმა უშუალოდ ფრონტის ხაზიდან.
„გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ მოხსენება გააკეთა ბახმუტის ფრონტზე, როგორ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, როგორ ვამაგრებთ ამ კონკრეტულ ფრონტს და მტრის რამდენ ძალას ვანადგურებთ. გენერალმა იური სოდოლმა ისაუბრა უგლედარის ფრონტზე, დონეცკის ოპერატიულ და ტაქტიკურ ჯგუფზე. მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩვენ ვიბრძვით. ვანგრევთ დამპყრობლების თავდაცვას და უკიდურესად ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ რუსეთს. ისევ და ისევ ვიმეორებ: რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი იქ, დონბასში, ბახმუტში, ვუგლედარში, მარინკაში, კრემინაში, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.