ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაარწმუნებს პარტნიორებს, რომ შემოდგომის თვეებში გაძლიერება სჭირდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაარწმუნებს პარტნიორებს, რომ შემოდგომის თვეებში გაძლიერება სჭირდება

უკრაინა დაარწმუნებს პარტნიორებს, რომ შემოდგომის თვეებში გაძლიერება სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე უკრაინა პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ ქვეყანას გაძლიერება სწორედ შემოდგომის თვეებში სჭირდება.

„ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს გადაწყვიტონ, როგორ ხედავენ ამ ომის დასრულებას, უკრაინის ადგილს გლობალურ უსაფრთხოების არქიტექტურაში, ასევე ერთობლივ ნაბიჯებს, რომლებსაც შეუძლიათ დაასრულოს ეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელოდება ანგარიშს თავისი გუნდისგან, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მუშაობს გამარჯვების გეგმის სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ დეტალებზე. ასევე, ელოდება მთავარსარდალ სირსკის ანგარიშს პარტნიორებთან მუშაობის შესახებ.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონეცკის მიმართულებები კვლავ რჩება განსაკუთრებით რთული.

„შევეცდებით დავარწმუნოთ პარტნიორები „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე, რომ საჭიროა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი პოზიციების მნიშვნელოვანი გაძლიერება და ეს სწორედ ახლა, შემოდგომის თვეების განმავლობაშია აუცილებელი“- აღნიშნა ზელენსკიმ.