ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში რადა მობილიზაციის შესახებ კანონს უყრის კენჭს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში რადა მობილიზაციის შესახებ კანონს უყრის კენჭს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რადა მობილიზაციის შესახებ კანონს უყრის კენჭს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პარლამენტთან ვსაუბრობთ, რომ უახლოეს დღეებში კენჭი უყარონ კანონს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსებმა ამ კანონით შეძლეს, დაესვათ საკითხი, რომ ჩვენი ხალხი არ არის მზად სახელმწიფოს დაცვის გასაგრძელებლად. დასავლეთი კი გვეკითხება – მობილიზაცია თუ არ გინდათ, პარლამენტს არ სურს ხმის მიცემა, მაშინ რატომ გჭირდებათ დახმარება? რატომ უნდა დაგეხმაროთ?”- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო – მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, სამხედროებად და სამოქალაქოებად. ზელენსკიმ ამას დიდი შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ დეპუტატები თავიანთი პოპულიზმისთვის აპლოდისმენტებს არ უნდა ელოდონ.