ვოლოდიმირ ზელენსკი - თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები, ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ღმერთმა არ ქნას, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი იქნებიან შემდეგი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს მოუწოდებს, მისცეს უკრაინას თვითმფრინავები.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე.
„თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები. ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ღმერთმა არ ქნას, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი იქნებიან შემდეგი. ეს გაგრძელდება ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ, გვაძლევენ იარაღს. თუმცა ეს გვიან მოხდა. ეს არის ვადა, როდესაც ვამბობდით და ვითხოვდით, ეს ტერმინი უკრაინელების ათასობით სიცოცხლე ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ.