ვოლოდიმირ ზელენსკი - თავდაცვის ინდუსტრიის წყალობით უკრაინას შეუძლია, გახდეს გლობალური უსაფრთხოების დონორი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.
ზელენსკი ყოველდღიურ მიმართვაში აღნიშნავს, რომ გაიმართა უკრაინის თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი.
მისივე თქმით, ეს არის შეთანხმებები ერთობლივ წარმოებაზე, ტექნოლოგიების გაცვლაზე, ასევე საბრძოლო მასალის წარმოებასა და კადრების მომზადებაზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის.
„თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი უაღრესად წარმატებული იყო. ეს მოწმობდა გლობალურ ინტერესს უკრაინისადმი და უკრაინაში მუშაობის შესაძლებლობის მიმართ იარაღის წარმოებასა და ყველაფერში, რაც აუცილებელია ნებისმიერი თავისუფალი ერის რეალური თავდაცვისთვის. ჩვენი ქვეყანა გახდება მსოფლიოში იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ამბიცია ან პერსპექტივა, ეს არის უკვე რეალიზებული პოტენციალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ინდუსტრიის წყალობით უკრაინას შეუძლია, გახდეს გლობალური უსაფრთხოების დონორი.