ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც 15-16 ივნისს „მშვიდობის გლობალური სამიტი“ გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ხვალიდან „მშვიდობის გლობალური სამიტი“ იწყება.
2-დღიან სამიტში მონაწილეობას 100-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იღებს.
„მშვიდობის სამიტი გლობალურ უმრავლესობას შესაძლებლობას მისცემს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისთვის: ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოება, სამხედროებისა და ყველა დეპორტირებული პირის დაბრუნება, კერძოდ, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების“, – აღნიშნა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს მის მიერ ინიცირებულ ღონისძიებაში.
სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის.