ვოლოდიმირ ზელენსკი - შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ახლა სტიქიის ზონაში არ არის, ნიშნავს, რომ უუნაროა
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ახლა სტიქიის ზონაში არ არის, ნიშნავს, რომ უუნაროა

შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ახლა ჩვენ გვჭირდება მკაფიო და სწრაფი რეაგირება მსოფლიოსგან იმაზე, რაც ხდება. შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარებას, მაგრამ საჭიროა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივი ჩართულობა სამაშველო პროცესში.

„ახლა თუ არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია სტიქიის ზონაში, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს და უუნაროა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოს ყურადღება უნდა გამახვილდეს რუსეთის მიერ მორიგი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრაზე.