ვოლოდიმირ ზელენსკი - შექმენით პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია, აღმოუჩინეთ თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას, მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას პუტინის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნისკენ და მისი შეჩერებისკენ მოწუოდებს.
მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობა, წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს, ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შექმენით პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, აღმოუჩინეთ თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.