ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინაში პარტნიორების შეიარაღების დახმარებით
რუსული ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინაში პარტნიორების შეიარაღების დახმარებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის აგრესიას მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობა შეაჩერებს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებიც, რის გამოც ურთულესი ვითარებაა ხარკოვისა და კიევის რეგიონში.
„შეიძლება თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სხვაგვარად და სხვაგან, გარდა უკრაინის ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ, არა. ეს შეიძლება და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი ჯარები ასე ელიან. ვერანაირი დარწმუნება და დრო ვერ შეაჩერებს ტერორისტებს, რომლებიც მეთოდურად ხოცავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში შეძენილი უპილოტო თვითმფრინავებით, არტილერიით, ტანკებითა და ნაღმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის, რას და როგორ შეუძლია შეაჩეროს ისინი, ვინც სიკვდილს თესავენ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.