ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის სიმამაცით, ღირსეულად
რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის. გაივლის სიმამაცით და ღირსეულად, გულში სინათლით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, ადამიანებმა შეინარჩუნონ „სინათლე გულში“.
„იოლი დღე არ არის. რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის. გაივლის სიმამაცით და ღირსეულად, გულში სინათლით. მთავარია შევინარჩუნოთ სინათლე გულში, ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ყველა უკრაინელისთვის მთავარი სინათლე სამშობლოა და ამიტომ უკრაინა გაიმარჯვებს ომში.