ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დანაკარგი აქვს, რომ უკვე აღარ იცის, სად ითხოვოს დახმარება
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დანაკარგი აქვს, რომ უკვე აღარ იცის, სად ითხოვოს დახმარება

რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დანაკარგი აქვს, რომ უკვე აღარ იცის, სად ითხოვოს დახმარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა მტკიცედ უნდა იდგეს, რათა გაიმარჯვოს და მიაღწიოს ქვეყნისთვის დამსახურებულ სამართლიან მშვიდობას.

„შეიარაღებული ძალები ვაჟკაცურად და კრეატიულად დგანან. ჩვენ მტერს ისეთ დარტყმებს ვაყენებთ, რომ უკვე აღარ იცის, სად ეძებოს რეზერვი, დახმარება, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რუსეთი ამისთვის ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა. მათ მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი დააგროვეს ბოროტებისთვის, მეზობლების დაპყრობისთვის და უკრაინის, ევროპის განადგურებისთვის. ამიტომ, მტკიცედ უნდა ვიდგეთ, უნდა ვიბრძოლოთ, რათა გავიმარჯვოთ, რომ მივაღწიოთ უკრაინისთვის დამსახურებულ მშვიდობას, სამართლიან მშვიდობას. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.