ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ცხადყოფს, რომ აგრესიის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით არის შესაძლებელი
რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ცხადყოფს, რომ აგრესიის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საჭიროა თანამედროვე ავიაცია.
„დღეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა მოახერხეს რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება, 23-დან 21-ის. ტერორისტული სახელმწიფო შეძლებდა კიდევ ბევრი მსხვერპლის მოტანას, მეტი ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევას. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით შეიძლება – საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე ავიაცია – რომლის გარეშეც საჰაერო თავდაცვა ვერ იქნება სრულად ეფექტური – არტილერია, ჯავშანტექნიკა. ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად როგორც ზურგში, ასევე წინა ხაზზე; უსაფრთხოების დაბრუნება ჩვენი ხალხისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, თუმცა დროებით. ჩვენ ვერავის ვერ დავტოვებთ რუსული ბოროტების ძალაუფლებაში“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.