ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს, შესაძლოა თავდასხმის სიმულაციისთვის, მაგრამ იქნებ სხვა სცენარი აქვთ? 
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს, შესაძლოა თავდასხმის სიმულაციისთვის, მაგრამ იქნებ სხვა სცენარი აქვთ? 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური სადგურზე თავდასხმის სიმულაციას გეგმავდნენ.

„გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. შესაძლოა, სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, მაგრამ იქნებ მათ აქვთ სხვა სცენარი? ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, რუსეთისთვის ახალი ბოროტების ჩადენის საბაბი გახდეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა პარტნიორების მნიშვნელობაზეც. ზელენსკიმ დღის განმავლობაში მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. მან ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე მხარდაჭერისთვის.