ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ბოროტების გზას დაადგა, თუმცა უკრაინა იცავს თავს და არ დათმობს თავისუფლებას, რაც არ უნდა იფიქროს მოსკოვმა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე წერს.
მისი თქმით, რუსეთი ბოროტების გზას დაადგა, თუმცა უკრაინა იცავს საკუთარ თავს.
„რუსეთი მუხანათურად დაესხა თავს ჩვენს ქვეყანას დილით, როგორც ეს ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს განაცხადა. დღეიდან ჩვენი ქვეყნები მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან. რუსეთი ბოროტების გზას დაადგა, თუმცა უკრაინა იცავს საკუთარ თავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას, რაც არ უნდა იფიქროს მოსკოვმა“, – წერს ზელენსკი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.