ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც ბავშვთა საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების ეშინია და ანადგურებს მათ, რა იყო ეს, საავადმყოფოების „დენაციფიკაცია“?
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 10 მარტს ამოქმედდება ექვსი ჰუმანიტარული დერეფანი სუმის, კიევის ოლქის დასახლებული პუნქტებიდან, ენერგოდარიდან, მარიუპოლიდან, იზიუმიდან და ვოლნოვახადან. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
მან ასევე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა რუსეთი, მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო.
„სამშობიარო სახლი, ბავშვთა საავადმყოფო, რით უქმნიდნენ საფრთხეს რუსეთის ფედერაციას? როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ბავშვთა საავადმყოფოების ეშინია. ეშინია სამშობიარო სახლების და ანადგურებს მათ. სამშობიარო სახლში ვინმე ამცირებდა რუსულენოვანებს? რა იყო ეს? საავადმყოფოების „დენაციფიკაცია“?
მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ მარიუპოლი დონეცკის ოლქია. რამდენჯერ მოგვისმენია რუსეთისგან დონეცკის მოსახლეობაზე. ამდენი ბრალდება და მოთხოვნა. ახლა ვხედავთ, თუ როგორ ეპყრობიან რუსეთში, დონეცკის მცხოვრებთ. უბრალო ხალხი, რომელიც მარიუპოლში ცხოვრობს. ჩვენ არასდროს ჩავიდენდით ამ სამხედრო დანაშაულის მსგავსს არსად დედამიწაზე, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ, თქვენ?“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მარიუპოლში, საოკუპაციო ძალების მიერ სამშობიარო სახლისა და ბავშვთა ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.