ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი არავინაა, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს, არავინ იცის
პუტინი არავინაა, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს, არავინ იცის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, როცა რუსული მხარე მოლაპარაკებებზე საუბრობს, ისინი ტყუიან, რადგან ამ დროს რაკეტებით ესხმიან თავს უკრაინას.
ჟურნალისტი დაინტერესდა, შეუწყობს თუ არა ხელს პუტინთან შეხვედრა მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას.
„ჩემთვის საინტერესო არ არის. არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით, საუბრით. ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში, ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ“, – განაცხადა ზელენსკიმ.