ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დააჩქარებს უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დააჩქარებს უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დააჩქარებს უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდა „უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად“.

ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამასთან არც პოლონეთის მთავრობას გაუვრცელებია საჯარო განცხადება.

პოლონური მედია ვარაუდობს, რომ ეს შეთანხმება, შესაძლოა, ლოგისტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ამ ზაფხულს – ექვს, წლის ბოლომდე კი სულ 20-მდე „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავს მიიღებს.