ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებს ვთხოვთ, დააჩქარონ იარაღის მოწოდება, ომში შვებულება არ არსებობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებს ვთხოვთ, დააჩქარონ იარაღის მოწოდება, ომში შვებულება არ არსებობს

პარტნიორებს ვთხოვთ, დააჩქარონ იარაღის მოწოდება, ომში შვებულება არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი უპირველესი ამოცანა თავდაცვითი ოპერაციების დროს არის, რაც შეიძლება მეტი რუსული ომის პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევითი ქმედებები. ეს მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნას, როგორიც ჩვენი ოპერაციაა კურსკის რეგიონში. ყველაფერი, რაც ზარალს აყენებს რუსეთის ჯარს, რუსეთის სახელმწიფოს, მათ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მათ ეკონომიკას, ხელს უშლის ომის გაფართოებას, გვაახლოებს ამ აგრესიის სამართლიან დასასრულთან – უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობასთან. ჩვენი ბიჭები ყველა ფრონტზე შესანიშნავად მუშაობენ. თუმცა საჭიროა ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის უფრო სწრაფი მოწოდება. ჩვენ მკაცრად ვითხოვთ ამას. ომში შვებულება არ არსებობს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება, ასევე დროული ლოგისტიკა გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს“,- განაცხადა ზელენსკიმ.