ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

ლიდერებს შორის მოლაპარაკებები ახლა იწყება.

9 ოქტომბერს მაკრონი საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების 155-ე ბრიგადას შეხვდა, რომლებიც წვრთნას აღმოსავლეთ საფრანგეთის გრანდ ესტის რეგიონში გადიან.

ზელენსკი საფრანგეთში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს. ამასთან, კირ სტარმერმა მარკ რუტესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „მთელი დილა ზელენსკისთან გამარჯვების გეგმის განხილვას დაუთმო“.